საგამოცდო ელემენტები უნდა შესრულდეს თანმიმდევრულად,
ავტომობილში დამონტაჟებული ელექტრონული სისტემის ხმოვანი სიგნალის ან გამომცდელის მითითების შესაბამისად,
ამასთან გამომცდელის მითითების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გამომცდელის მითითებას.
პრაქტიკული გამოცდის ქულების სისტემა
ა. პარალელური პარკირება
(ა.ა) პარკირებაში შესვლისას ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს გარეთ ,წინ და მარჯვნივ არსებული ხაზები და სადგარები: (10 ქულა)
(ა.ბ) პარკირებიდან გამოსვლისას ავტომობილმა არ გადაკვეთოს და შეეჯახოს მონიშვნებს და სადგარებს; (15 ქულა)
(ა.გ) შ–„პარალელური პარკირების“ უბანში გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მთლიანად მოექცეს შემოსაზღვრული უბნის შიდა არეალში; (20 ქულა)
(ა.დ)პარკირების დასრულების შემდგომ მის გამოსვლამდე სავალდებულოა ავტომობილის ხელის მუხრუჭის გამოყენება; (15 ქულა)
ბ. ზიგზაგი
(ბ.ა) საგამოცდო ელემენტის შესრულება უნდა დაიწყოს შუაში არსებული პირველი მონიშვნის (სადგარის) მარცხენა მხრიდან შემოვლით; (15 ქულა)
(ბ.ბ) საგამოცდო ელემენტის შესრულებისას ავტომობილმა უნდა იმოძრაოს ზიგზაგურად, შუაში არსებულ მონიშვნებს (სადგრებს) შორის; ( 15 ქულა)
(ბ.გ) „ზიგზაგში“ მოძრაობა უნდა განხორციელდეს ელემენტის საზღვრების (მონიშვნების) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე; (15 ქულა)
(ბ.დ) საგამოცდო ელემენტის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ უნდა შეწყდეს (გაჩერდეს) დასახული მიმართულებით ავტომობილის მოძრაობა; (10 ქულა) (15 ქულა ჩაქრობა)
(ბ.ე) საგამოცდო ელემენტის შესრულებისას აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა; ( 10 ქულა)
გ. ჩიხი
(გ.ა) ელემენტის შესრულება უნდა დაიწყოს წინა მარჯვენა მხრიდან;(15 ქულა)
(გ.ბ) წინ მიმართულებით მოძრაობა უნდა განხორციელდეს სიჩქარის გადაცემათა ერთჯერადი გადართვით; (15 ქულა)
(გ.გ) უკან მიმართულებით მოძრაობა უნდა განხორციელდეს სიჩქარის გადაცემათა ერთჯერადი გადართვით; (15 ქულა)
(გ.დ) ელემენტი უნდა შესრულდეს შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე; (20 ქულა)
დ. გარაჟი
(დ.ა) უკუსვლით გადაცემის სიჩქარეში გადართვის შემდგომ, ავტომობილი არ უნდა დაგორდეს საპირისპიროდ 30-სმზე მეტ მანძილზე; ( 10 ქულა)
(დ.ბ) გარაჟში ავტომობილის უკუსვლით შესვლა უნდა განხორციელდეს უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით; (15 ქულა)
(დ.გ) გარაჟში გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მთლიანად მოექცეს შიდა არეალში.გარაჟიდან გამოსვლა უნდა განახორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ,რაც იგი მთლიანად მოექცევა გარაჟის არეალში; (15 ქულა)
(დ.დ) გარაჟში ხაზის გადაკვეთა ( 20 ქულა)
ე. რვიანი
(ე.ა) მოძრაობას ვიწყებთ მარჯვენა მხრიდან მარჯვენა მხრიდან; (15 ქულა)
(ე.ბ) არასწორი მხრიდან გამოსვლა . მოკლე წრე (15 ქულა)
(ე.გ) გაჩერება (5 ქულა) (15 ქულა ჩაქრობა)
(ე.დ) ხაზის გადაკვეთა,გარე ჯიხზე შეჯახება (15 ქულა)
(ე.ე) რვიანში უკუსვლა (15 ქულა)
ვ. აღმართი
(ვ.ა) ავტომობილი უნდა გაჩერდეს აღმართზე „სდექ“ ხაზთან (მაგრამ არანაკლებ ხაზამდე ერთი მეტრისა); (20 ქულა თუ გადაკვეთა არაუმეტეს 1 მეტრისა)
(ვ.ბ) „სდექ“ ხაზიდან დაძვრისას, ავტომობილი არ უნდა დაგორდეს უკან 20 სმ-ზე მეტ მანძილზე; (10 ქულა)
პრაქტიკული გამოცდის მსვლელობისას დაცული უნდა იქნეს ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული შემდეგი
მოთხოვნები :
(ა) მძღოლობის კანდიდატს გამოცდის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ უნდა გამოერთოს ავტომობილის ძრავი; (15 ქულა)
(ბ) მძღოლობის კანდიდატს გამოცდის დაწყებიდან მის დასრულებამდე შეკრული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ღვედი; 5 ქულა
(გ) ავტომობილმა არ უნდა იმოძრაოს აწეული ხელის მუხრუჭით;( ყოველ 4 მეტრზე 15 ქულა)
(დ) გამოცდის მსვლელობისას, მძღოლობის კანდიდატს არ უნდა დაუგორდეს ავტომობილი; ( 10 ქულა)
(ე) გამოცდის მსვლელობისას ელემენტების პარალელური პარკირებისა და აღმართზე მოძრაობის გარდა, არ უნდა იქნეს გამოყენებული ხელის მუხრუჭი; (15 ქულა)
(ვ) მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეასრულოს გამოცდით განსაზღვრული ყველა საგამოცდო ელემენტი;
(ზ) საგამოცდო მოედანზე შუქნიშნის არსებობის შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატი უნდა დაემორჩილოს მის მოთხოვნებს; (20 ქულა)
(თ) მთელი გამოცდის მსვლელობისას ავტომობილმა უნდა იმოძრაოს მდორედ (ძიგ-ძიგის გარეშე).
გვერდის მთავარი მიზანია დაგეხმაროთ და შეგასწავლოთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის უმთავრესი პირობები. როგორიცაა წესები, ნიშნები და დამხმარე ვიდეო მასალებით მოწოდებული ინფორმაცია.