საინფორმაციოს

1

მაქსიმალური სიჩქარის
ზოგადი შეზღუდვები

განმარტება

იძლევა ინფორმაციას სიჩქარის ზოგადი შეზღუდვების თაობაზე, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილია საქართველოს გზებზე. ნიშანი იდგმება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელში საკონტროლო გამშვებ პუნქტთან.

2

რეკომენდებული სიჩქარე

განმარტება

მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში. ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად −სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე.

3

მობრუნების ადგილი

განმარტება

მიუთითებს მობრუნების ადგილს. ნიშანი იდგმება მობრუნების ადგილის წინ ან მის ზემოთ, ან წინასწარ დაფით. ნიშანი მარცხნივ მოხვევის ნებას არ რთავს.

4

მობრუნების ზონა

განმარტება

მიუთითებს მობრუნების ზონის სიგრძეს. ნიშანი იდგმება მობრუნების ადგილის წინ ან მის ზემოთ, ან წინასწარ დაფით. ნიშანი მარცხნივ მოხვევის ნებას არ რთავს.

5

დგომის ადგილი

განმარტება

ადგილი, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალებების დგომისთვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვით განისაზღვრება, ხოლო მისი არარსებობისას ნიშნის მოქმედებავრცელდებაუახლოეს გზაჯვარედინამდე ან იზღუდება დაფით.

6

საავარიო გაჩერების
ზოლი

განმარტება

მიუთითებს ციცაბო დაღმართზე საავარიო გაჩერების ზოლის არსებობის თაობაზე. ნიშანი იდგმება საავარიო გაჩერების ზოლის შესასვლელის წინ.

7

ქვეითთა მიწისზედა
გადასასვლელი

განმარტება

ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი. ნიშანი იდგმება ქვეითთა გადასასვლელის ყველა ჩასასვლელთან და გადასასვლელთან.

8

ჩიხი

განმარტება

გზა, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში.

9

ჩიხი

განმარტება

გზა, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი. ნიშანი იდგმება იმ გზის გადაკვეთის წინ, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი.

10

ჩიხი

განმარტება

გზა, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი. ნიშანი იდგმება იმ გზის გადაკვეთის წინ, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი.

11

მოძრაობის სქემა

განმარტება

მიუთითებს მოძრაობის სქემას გზაჯვარედინზე ცალკეული მანევრების აკრძალვის დროს ან რთულ გზაჯვარედინზე მოძრაობის ნებადარ­თულ მიმართულებებს. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ.

12

მიმართულებათა წინასწარი
მაჩვენებელი

განმარტება

მიუთითებს დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებებს/მიმართულებას, აგრეთვე გზის იმ უბნის შემოვლის მიმართულებებს/მიმართულებას, რომელზედაც შეზღუდვებია შემოღებული. ნიშნებზე აგრეთვე აღიბეჭდება ნიშნის გამოსახულება, მიეთითება ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები. ნიშანზე აღიბეჭდება სხვა ისეთი ნიშნების გამოსახულებებიც, რომლებიც იძლევა ინფორმაციას მოძრაობის თავისებურებებზე. ნიშნის ქვემოთანაწილში მითითებულია მანძილი ნიშნის დადგმის ადგილიდან გზაჯვარედინამდე ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისამდე. დაუსახლებელ პუნქტში დადგმულ ამ ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ ამ ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.

13

მიმართულების წინასწარი
მაჩვენებელი

განმარტება

მიუთითებს დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებებს/მიმართულებას, აგრეთვე გზის იმ უბნის შემოვლის მიმართულებებს/მიმართულებას, რომელზედაც შეზღუდვებია შემოღებული. ნიშნებზე აგრეთვე აღიბეჭდება ნიშნის გამოსახულება, მიეთითება ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები. დაუსახლებელ პუნქტში დადგმულ ამ ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ ამ ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.

14

მიმართულების მაჩვენებელი

განმარტება

მიუთითებს დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებებს/მიმართულებას. ნიშნებზე მიეთითება მანძილი (კმ) მათზე აღნიშნულ ობიექტამდე, აგრეთვე ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები. დაუსახლებელ პუნქტში დადგმულ ამ ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ ამ ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.

15

მიმართულებების მაჩვენებელი

განმარტება

მიუთითებს დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებებს/მიმართულებას. ნიშნებზე მიეთითება მანძილი (კმ) მათზე აღნიშნულ ობიექტამდე, აგრეთვე ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები. დაუსახლებელ პუნქტში დადგმულ ამ ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ ამ ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.

16

მანძილის მაჩვენებელი

განმარტება

მიუთითებს მანძილს (კმ) მარშრუტზე მდებარე დასახლებულ პუნქტამდე და სხვა ობიექტამდე.

17

ობიექტის დასახელება

განმარტება

მიუთითებს დასახლებული პუნქტისაგან განსხვავებული ობიექტის დასახელებას – ქუჩა, მდინარე, ტბა, უღელტეხილი, ღირსშესანიშნაობა და სხვა. ნიშანი იდგმება უშუალოდ ობიექტის წინ.

18

საკილომეტრო ნიშანი

განმარტება

მიუთითებს მანძილს (კმ) ნიშნის დადგმის ადგილიდან გზის დასაწყისამდე ან ბოლომდე. ნიშანი იდგმება ყოველი 1 კმ-ის შემდეგ.

19

მარშრუტის ნომერი

განმარტება

მიუთითებს დადგენილი წესით დამტკიცებული გზის (მარშრუტის) ნომერსა და მიმართულებას.

20

მარშრუტის ნომერი

განმარტება

მიუთითებს დადგენილი წესით დამტკიცებული გზის (მარშრუტის) ნომერსა და მიმართულებას.

21

სატვირთო ავტომობილით
მოძრაობის მიმართულება

განმარტება

მიუთითებს სატვირთო ავტომობილის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობის რეკომენდებულ მიმართულებას, თუ გზაჯვარედინზე ერთ-ერთი მიმართულებით მათი მოძრაობა აკრძალულია. ნიშნები იდგმება რეკომენდებული მიმართულების დასაწყისში გზაჯვარედინის წინ ან გზაჯვარედინამდე 100−150 მეტრ მანძილზე.

22

სდექ ხაზი

განმარტება

მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილს რეგულირებულ გზაჯვარედინსა და არარეგულირებულ რკინიგზის გადასასვლელზე;

23

შემოვლის მიმართულება

განმარტება

მიუთითებს მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას. ნიშნები იდგმება შემოვლის მარშრუტზე ყოველი გზაჯვარედინის წინ.

24

შემოვლის სქემა

განმარტება

მიუთითებს მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის სქემას. ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინიდან, სადაც იწყება შემოვლის მარშრუტი,150−300 მეტრ მანძილზე,დასახლებულ პუნქტში − 50−100 მეტრ მანძილზე.

25

სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების
წინასწარი მაჩვენებელი

განმარტება

მიუთითებს მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის მონაკვე­თის შემოვლის მიმართულებას გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, ან მოძრაობის მიმართულებას მარჯვენა სავალ ნაწილზე დასაბრუნებლად.

26

სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების
წინასწარი მაჩვენებელი

განმარტება

მიუთითებს მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის მონაკვე­თის შემოვლის მიმართულებას გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, ან მოძრაობის მიმართულებას მარჯვენა სავალ ნაწილზე დასაბრუნებლად.