არ გამოტოვო სიახლეები გაიგე პირველმა ! ! !
საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia
🔹 CE კატეგორიის მისაღებად ბარდება პრაქტიკული გამოცდის პირველი (მოედანი) და მეორე
(რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში) ეტაპი;
🔹 CE კატეგორიის მართვის მოწმობის მფლობელს ენიჭება უფლება მართოს C კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
❗ CE კატეგორიის გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა დაინტერესებული პირი ფლობდეს C კატეგორიის მართვის უფლებას.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე : ლინკი
საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia
🔹 C1E ქვეკატეგორიის მისაღებად ბარდება პრაქტიკული გამოცდის პირველი (მოედანი) და მეორე
(რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში) ეტაპი;
🔹 C1E ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის მფლობელს ენიჭება უფლება მართოს „C1“ ქვეკატეგორიის
ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება
750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის
საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს;
❗ C1E ქვეკატეგორიის გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა დაინტერესებული პირი ფლობდეს C1 ქვეკატეგორიის მართვის უფლებას;
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე : ლინკი
საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia
„CE“, „DE“ კატეგორიების და „C1E“ , „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწყებამდე :
გამომცდელი კანდიდატს აძლევს ორ დავალებას.
იმ შემთხვევაში, თუ მძღოლობის კანდიდატი ვერ შეასრულებს გამომცდელის მიერ მიცემულ დავალებას, ჩაეთვლება მსუბუქ შეცდომად.
✅ ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები და პასუხები იხილეთ ბმულზე : ლინკი
საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia
🔹ვიდეო ინსტრუქცია - როგორ დავჯავშნოთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი.
საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia
რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს დაინტერესებულმა პირმა
„CE“, „DE“ კატეგორიების ან/და „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე გასასვლელად.
გვერდის მთავარი მიზანია დაგეხმაროთ და შეგასწავლოთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის უმთავრესი პირობები. როგორიცაა წესები, ნიშნები და დამხმარე ვიდეო მასალებით მოწოდებული ინფორმაცია.